„შემოდიოდა ჩვენში კალანდა“ - ბრიტანეთის ელჩი საქართველოს კალანდობას ანა კალანდაძის ლექსით ულოცავს

23:36 01-13-2020

საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი, ჯასტინ მაკკენზი სმიტი საქართველოს მოსახლეობას კალანდობას ანა კალანდაძის ლექსით ულოცავს და Twitter-ში წერს:

„იდგა ბერმუხა ღამისმთევარი
თოვლში ნაბდითა...
დილით მისდევდა სერზე მწევარი ნაკვლევს ნადირთა...
ქარი თვრებოდა ღვინით ნაქებით გრძნეულ მარანთან...
შემოდიოდა ჩიჩილაკებით
ჩვენში კალანდა...”

შემოდიოდა ჩვენში კალანდა - ანა კალანდაძე“ , - წერს ელჩი.