ახალციხეში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა

16:40 01-13-2020

ქალაქ ახალციხეში, დიდიმამიშვილის ქუჩაზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე ხანძარია. დაკეტილ სახლში დაკვამლიანება თავდაპირველად, მეზობლებმა შენიშნეს.

მათი თქმით, მეპატრონეები თბილისში არიან. ადგილზე მუშაობს ორი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ დაშავებული არავინაა. ხანძრის ლოკალიზება ჯერ ვერ მოხერხდა. უცნობია ზარალის ოდენობაც, რაც მეპატრონეს მიადგა.

ავტორი: რუსკა გვარამაძე