Exclusive: „წინასწარ მოამზადა კაფანი... დილის 4 საათზე მოკლეს“ - როგორ მოემზადა სიკვდილისთვის ქასემ სულეიმანი

14:24 01-13-2020
9

გენერალ ქასემ სულეიმანის მკვლელობის შემდეგ, ირანში განვითარებული მოვლენების შესახებ, მაღალი ინტერესის გამო, „პრაიმტაიმი“ თეირანში მცხოვრებ ჟურნალისტსა და აქტივისტს დაუკავშირდა. გთავაზობთ მათთან ინტერვიუს. რესპოდენტების თხოვნით  სახელები შეცვლილია.

მე ვარ ალირეზა, თეირანიდან, ჟურნალისტი. ვფიქრობ, რომ ქასემ სულეიმანი ირანული საზღვრების დამცველი იყო, თუმცა  ის და ირანული მთავრობა ფიქრობდნენ არამარტო საზღვრებზე, არამედ ირანის ძალაუფლების მოპოვებაზე ნებისმიერ ფასად და ეს ჩვენთვის ახალი არაა. ირანულ საზოგადოებას დამოკიდებულება მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე და ქმედებებზე, საკმაოდ არაერთგვაროვანია. ზოგიერთი მათგანი ბედნიერია მიმდინარე მიოვლენებით, ზოგი წუხს, ზოგიერთს კი, ჩემს მსგავსად, უკვე აღარანაირი ემოცია აღარ გააჩნია.

საზოგადეობა, რომელშიც მე ვტრიალებ, არასდროს ყოფილა ომისა და ძალადობის მომხრე, თუმცა იმ მიმდინარე პროცესებზე, რაც ახლა ხდება, მგონია რომ ძალადობით უნდა გვეპასუხა, რადგამ ტრამპი სწორედ ასე მოგვექცა. თუმცა შეიძლებოდა საპასუხოდ, ერაყიდან ჯარის გამოყვანაც, რადგან არავინ არის იმის მომხრე, რომ უცხოელი ჯარისკაცები დაღუპულიყვნენ.

დარწმუნებული ვიყავი, რომ ირანი საპასუხოდ დაარტყამდა ამერიკულ ბაზებს და ეს ასეც  მოხდა. ირანულ გამოცემებზე დაყრდნობით, მრავალი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა. ამერიკული გამოცემების მიხედვით კი არავინ დაზარალებულა. ამ ქმედებებს რაც გსურთ ის უწოდეთ, ჩვენ მაინც ვთვლით, რომ ეს იყო ან პატარა ომის დასარული, ან ძალის დემონსტრირება, უფრო დამაჯერებელი იქნება თუ ვიტყვით, რომ ეს პოლიტიკური თამაში იყო.

 

ძალიან დამაფიქრებელია გენერალ სულეიმანის უცნაური გარდაცვალება. არ ვიცი თქვენთვის რა დეტალებია ცნობილი. ისე ჩანს, თითქოს გენერალი სულეიმანი, თავის სიკვდილში დარწმუნებული იყო, რადგანაც გასულ კვირას მან მოამზადა კაფანი (თეთრი სამოსი, რომელსაც ისლამური ტრადიციის მიხედვით გარდაცვალების შემდეგ აცმევენ). სულეიმანმა დაწერა ბოლო სარეკომენდაციო წერილი და რაც ყველაზე საინტერესოა, ეს მოხდა ღამის პირველ საათზე. დილის 4 საათზე სულეიმანის სიკვდილი დადასტურდა. დილის 6 საათზე კი თეირანის ყველა ქუჩა ბანერებით იყო სავსე, რომელიც სულეიმანის სიკვდილს იუწყებოდა. რადიოს მისი გარდაცვალებისადმი მიძღვნილი სამი სიმღერა ჰქონდა მომზადებული. საინტერესოა, როგორ მოახერხეს ასე სწრაფად ამ ყველაფრის მომზადება - დიზანი, დაბეჭდვა, გავრცელება თეირანის ყველა ქუჩაში.

ნუთუ ამ ყველაფრის 2-დან 5 საათში გაკეთება შესაძლებელია? ეს არის საკითხი, რომელზეც თეირანის მაცხოვრებლებს საუბარი და რაიმეს მოძიება არ შეუძლიათ. არავის არ შეუძლია დადასტურებით თქმა, ეს ნამდვილად ის არის, თუ არა რაც გვგონია - პოლიტიკური თამაში.

მე მეჰდი ვარ, ირანის მოქალაქე, ვცხოვრობ თეირანში და ვარ აქტივისტი. ჩემი აზრით, ამერიკა ირანის ხრიკის მსხვერპლი გახდა და ახლა პრეზიდენტი ტრამპი შოკშია. ის ჯერ კიდევ ვერ იჯერებს, რომ გენერალი სულეიმანი ნაციონალური გმირი გახდა. როგორც ვფქირობ, გეგმა შემდეგი იყო: ამერიკა იძულებული გახდებოდა ერაყიდან სამხედროები გამოეყვანა. თუ ეს მართლა ასე მოხდებოდა ამერიკელი სამხედროები საუდის არაბეთისთვის ზედმეტი ტვირთი გახდებოდა, რაც ამ ორ ქვეყანას შორის პრობლემურ ურთიერთობას გამოიწვევდა. მეორე მხრივ, ირანი გახდებოდა წამყვანი ძალა რეგიონში და გეგმის დასასრულს, გაიზრდებოდა ტრამპის მიმართ სიძულვილი და იქნებოდა შანსი, რომ მეორედ ვეღარ გაპრეზიდენტებულიყო. ახლაც, ამ წუთშიც, შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან ბევრ ირანელს სძულს ტრამპი ყველა იმ სანქციის გამო, რასაც ის აწესებს. რადგან ეს სანქციები ანადგურებს ადამიანთა ცხოვრებას.

 

 

 

ავტორი: მარიამო ლორთქიფანიძე