ვიდეოები

1713255098

VIDEO: აღდგომის კუნძულის მიმდებარედ, წყალქვეშ ახალი სახეობები აღმოაჩინეს

მეცნიერებმა აღდგომის კუნძულის მიმდებარედ, სალა-ი-გომესის წყალქვეშა ქედების გარემოს შესწავლისას, 160 სახეობა დააფიქსირეს, რომლებსაც ამ რეგიონში პირველად მიაგნეს. მათ შორის აღმოჩენილია 50 სახეობა, რომელთა შესახებაც აქამდე არაფერი ვიცოდით.სამხრეთ-აღმოსავლეთ წყნარი ოკეანის ტალღებიდან 800-1200 მეტრით ქვემოთ სპეციალისტებმა ფოტოსინთეზზე დამოკიდებულ ყველაზე ღრმად მობინადრე ორგანიზმს მიაკვლიეს. ეს Leptoseris-ის გვარში შემავალი მარჯანია. კიდევ ერთი საინტერესო ცხოველი მედუზის მსგავსი სიფონოფორია, სახელად Bathyphysa conifera. ასევე, აღსანიშნავია ლუმინესცენციური თევზი Stomiidae-ს ოჯახიდან.თითოეული მათგანი და საერთო ჯამში 100-ზე მეტი სახეობა, აქამდეც აღწერილი იყო. დანარჩენი 50 უცნობი სახეობა მეცნიერებმა უნდა გააანალიზონ. მათ, წყალქვეშა მთებთან ერთად, ორი ექსპედიციის განმავლობაში მიაგნეს."გასაოცარი ჰაბიტატები და ცხოველთა პოპულაციები, რომლებიც ამ ორი ექსპედიციის დროს აღმოვაჩინეთ, იმის მაგალითია, თუ რამდენად ცოტა რამ ვიცით ამ იზოლირებული არეალის შესახებ", — აცხადებენ მეცნიერები. 

წყალქვეშ, ახალი სახეობები აღმოაჩინეს

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

აქცია პარლამენტთან

პოლიტიკა 1713256465

პროტესტი პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ

"გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის განხილვა დღესაც აქციის ფონზე ჩაივლის - პარლამენტის მიმდებარე აქციის მონაწილეები უკვე მივიდნენ"გამჭვირვალობის კანონის" განხილვა დღესაც აქციის ფონზე ჩაივლის. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია დაიწყო. შენობის უკანა შესასვლელთან პოლიტიკოსებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებმა შეკრება 12 საათზე დააანონსეს.ადგილზე იმყოფებიან პოლიციის თანამშრომლები. საპროტესტო აქციას შეუერთდნენ ჟურნალისტების ნაწილი, ასევე სამოქალაქო აქტივისტებისა და პოლიტიკოსების ნაწილი.

დანია

მსოფლიო 1713256242

დანიაში 1625 წელს აშენებული სავაჭრო ბირჟის ისტორიული ნაგებობა იწვის

დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში სავაჭრო ბირჟის ისტორიული შენობა იწვის. 1625 წელს აშენებული ბიორსენი ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და გამორჩეული ნაგებობაა.BBC-ის ცნობით, შენობაში მყოფმა ადამიანებმა გამოსვლა მოასწრეს და ისტორიული ნახატების ნაწილის გადარჩენაც შეძლეს.დანიის კულტურის მინისტრის, იაკობ ენგელ-შმიდტის თქმით, დანიის კულტურული მემკვიდრეობის 400 წელი "ცეცხლში განადგურდა".ნიდერლანდური რენესანსის სტილის შენობა დანიის მეფის, კრისტიან მეოთხის ბრძანებით აშენდა და მიზნად კოპენჰაგენის მნიშვნელოვან სავაჭრო ცენტრად ქცევას ისახავდა.

როგორ დაიგეგმა ლგბტ ორგანიზაციების მიერ მამუკა მდინარაძეზე შეტევა - ჩანაწერი ლგბტ ორგანიზაციების Zoom-შეხვედრიდან, რომელსაც „პრაიდის“ დირექტორი მარიამ კვარაცხელია ატარებს

პოლიტიკა 1713256138

როგორ დაიგეგმა ლგბტ ორგანიზაციების მიერ მამუკა მდინარაძეზე შეტევა - ჩანაწერი ლგბტ ორგანიზაციების Zoom-შეხვედრიდან, რომელსაც „პრაიდის“ დირექტორი მარიამ კვარაცხელია ატარებს

ვრცელდება ჩანაწერი ლგბტ ორგანიზაციების Zoom-შეხვედრიდან, რომელსაც „პრაიდის“ დირექტორი მარიამ კვარაცხელია ატარებს, სადაც მამუკა მდინარაძის დისკრედიტაცია დაიგეგმა.გავრცელებულ ე.წ. სქრინში ჩანს, რომ ლგბტ ორგანიზაციების შეხვედრაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერზე, მამუკა მდინარაძეზე შეტევა დაიგეგმა. კერძოდ, „სქრინში“ აღნიშნულია, რომ „მამუკა მდინარაძე უნდა იყოს მთავარი ასაგდები“, ასევე მისი ასოცირება უნდა მოხდეს „ალტ-ინფოსთან“.არსებული ინფორმაციით, კვარაცხელიამ დეტალურად ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა უნდა გაკეთებულიყო ამ მიმართულებით, ხოლო აღნიშნული შეხვედრა დაიგეგმა სტრატკომის მიერ, რომელშიც შედიან „გამჭვირვალობის კანონპროექტის“ საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორი არასამთავრობოები.

Tofuria

საზოგადოება 1713255669

ილია თოფურიამ საყვარელ ქალზე იქორწინა - ნახეთ, ემოციური კადრები

UFC-ის ქართველი ჩემპიონი, ილია თოფურია და ჯორჯინა უზკატეგუი დაქორწინდნენ.როგორც კადრებიდან ჩანს, წყვილმა ხელი ოჯახურ გარემოში მოაწერა.ახალ ფოტოებს სოციალურ ქსელში ჯორჯინა თავად გვიზიარებს:ნახეთ, ფოტოები:    

გიორგი ამილახვარმა მანდატურის სამსახურის დაარსების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

განათლება 1713255480

გიორგი ამილახვარმა მანდატურის სამსახურის დაარსების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

15 აპრილი საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის დაარსების დღეა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით ღონისძიება გიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მიიღო მონაწილეობა.მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, ღონისძიების მონაწილეებს მანდატურის სამსახურის დაარსების დღე მიულოცა და სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურები, ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები და ადმინისტრაციის თანამშრომლები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გიორგი ამილახვარი: „პირველ რიგში, ვულოცავ ყველა მანდატურს, სოციალურ მუშაკს, ფსიქოლოგსა და მანდატურის სამსახურის მთელ გუნდს. მადლობა, რომ ყოველდღიურ რეჟიმში მართლაც ფასდაუდებელ შრომას ეწევით და ზრუნავთ ჩვენი მოსწავლეების, ჩვენი შვილების უსაფრთხოებაზე.მეამაყება ის, რომ დღეს თითოეული მანდატური არის მოსწავლის, ბავშვის, მშობლის მეგობარი ადამიანი - ის გვერდში უდგას მათ და ეხმარება გამოწვევების დაძლევაში, რომლებსაც შეიძლება სკოლაში გადააწყდნენ. ამის გარდა, მნიშვნელოვანია, რომ მანდატურები გვევლინებიან მასწავლებლების და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლების მხარდამჭერებად.ჩვენ მიგვაჩნია, რომ სკოლებში ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფის ერთ-ერთი მთავარი და უმნიშვნელოვანესი კომპონენტია უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემო, სწორედ ამიტომ განსაკუთრებული აქცენტი კეთდება მანდატურის სამსახურის გაფართოებაზე და კიდევ უფრო გაძლიერებაზე. ამ მიზნით უკანასკნელ წლებში არაერთი მასშტაბური პროექტი განხორციელდა.‘‘როგორც მინისტრმა საუბრისას აღნიშნა, მიმდინარე წლიდან, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფუნქციები გაფართოვდა – მას ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი მომსახურებაც დაემატა, რაც კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის სისტემის მართვას და გააუმჯობესებს კოორდინაციას.ღონისძიების ფარგლებში  საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსმა, სოფიო აბულაშვილმა და სამსახურის სხვა წარმომადგენლებმა დეტალურად ისაუბრეს იმ პროექტებსა და პროგრამებზე, რომელსაც მანდატურის სამსახური სასკოლო კლიმატის გაჯანსაღებისა და უსაფრთხო, ზრუნვაზე ორიენტირებული გარემოს უზრუნველყოფის მიზნით ახორციელებს.მანდატურის სამსახურის დაარსების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა ასევე მიიღეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ალექსანდრე წულაძემ და მოადგილეებმა გელა გელაძემ და ნოდარ პაპუკაშვილმა.ღონისძიებას საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, გენერალური პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების და პრობაციის ეროვნული სააგენტოს, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დახმარების სააგენტოს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, სახალხო დამცველის წარმომადგენლები და საქართველოს პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.