რა მოხდა ოკუპირებულ აფხაზეთში - მოვლენების ჯაჭვი

11:57 01-13-2020
2

8 სექტემბერი 2019

ოკუპირებულ აფხაზეთში გასული წლის სექტემბერში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. მასში გაიმარჯვა მოქმედმა ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბაბ, რომელმაც ხმების 47,4% მოაგროვა. მისი მოწინააღმდეგე დეფაქტო ოპოზიციური პარტიის „ამცახარას“ ლიდერი ალხას კვიცინია იყო, რომელმაც ხმების 46,2% მიიღო. ე.წ. ოპოზიციამ არ აღიარა შედეგები, რადგან არც ერთმა კანდიდატმა არ აიღო კანონით გათვალისწინებული 50%-ზე მეტი. 

9 იანვარი 2020

სოხუმში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა შტურმით აიღეს აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობა. მათ მოითხოვეს, რომ რაულ ხაჯიმბას თანამდებობა დაეტოვებინა. ე.წ. პარლამენტმა ანალოგიური თხოვნით მიმართა დე-ფაქტო პრეზიდენტს, რათა სტაბილურება შენარჩუნებულიყო. ხაჯიმბამ გადადგომაზე უარი თქვა და ოპოზიცია მოლაპარაკებებზე მიიწვია. 

10 იანვარი

სოხუმის ე.წ. პროკურატურამ მასობრივი არეულობის მუხლით საქმე აღძრა. ხაჯიმბას მომხრეებმა განაცხადეს, რომ შენობის შტურმში მონაწილეობას იღებდნენ დონეცკიდან ჩასული უკრაინელები.

11 იანვარი

აფხაზეთის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ რაულ ხაჯიმბას გამარჯვება უკანონოდ ჩათვალა. ამ გზით, ე.წ. სასამართლომ მიიღო ალხას კვიცინიას სარჩელი. 

12 იანვარი, დილა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ოპოზიცია დე-ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არის გამაგრებული. ე.წ. ცესკომ განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა, რომელიც 2020 წლის 22 მარტს ჩატარდება. 

12 იანვარი, შუა დღე

სოხუმში კრიზისის დასარეგულირებლად რუსეთიდან ჩავიდა ვლადიმერ პუტინის დამხმარე აფხაზეთის ნაწილში, ვლადისლავ სურკოვი. მას გარდა, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფება რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი რაშიდ ნურგალიევი.

12 იანვარი, საღამო

ოპოზიციის წევრებმა ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაცია დატოვეს და შეიკრიბნენ რაულ ხაჯიმბას რეზიდენციასთან. ისინი ის გადადგომის შესახებ განცხადების გასაგონად მივიდნენ. ასეც მოხდა. რაულ ხაჯიმბა გადადგა. 

კითხვაზე მიიღებს თუ არა მონაწილეობას დანიშნულ არჩევნებზე, მან უპასუხა, რომ „ცხოვრება აჩვენებს“.