„იფხიზლეთ, რამეთუ ახლოა ზეცის სასუფეველი“ - მამა პეტრე

00:39 01-13-2020
5

მამა პეტრე ილია მეორის ქადაგებას და საზოგადოების არაერთგვაროვან კომენტარებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

„მათ, ვისაც მეორედ მოსვლა მითოსი და ლეგენდის ნაწილი ჰგონია, მათ, ვისაც რელიგია საკუთარი განდიდების, გამდიდრების წყაროდ უქცევია, არც უნდა გაგონება, რომ ეს სამყარო, მთელი მისი მშვენიერების მიუხედავად, წარმავალია!..
მორწმუნე ადამიანის დანიშნულება, სწორედ მზადებაა უფალთან შესახვედრად... არ აქვს მნიშვნელობა, უფალი მომისწრებს მიწაზე, თუ პირიქით, მე წავრდგები უფლის წინაშე...
დიახ, ყოველი წამი ახლოს არის რაღაცის დასასრულთან და უფრო დიდის დასაწყისთან...
,,იფხიზლეთ, რამეთუ ახლოა ზეცის სასუფეველი...
ერთამენთის განკითხვას, სიძულვილს და აგრესიას სჯობს, მოვამზადოთ ჩვენი გული იმ ტახტად, რომელზეც უფალი დაბრძანდება!..“, - წერს მამა პეტრე.

შეგახსენებთ, საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ქადაგებისას ბრძანა, რომ „ჟამი ახლოს არისო ამბობენ, მაგრამ მე ვიტყვი, რომ შეიძლება რამდენიმე დღე დარჩა“.