ერაყში აშშ-ს საჰაერო ბაზა დაიბომბა

22:59 01-12-2020
1572

მორიგი საჰაერო თავდასხმა მოხდა ერაყში განლაგებულ სამხედრო ბაზებზე. ეპიცენტრში ამჯერად ბალადის ავიაბაზა იყო, სადაც ამერიკელი სამხედროებიც არიან განლაგებულები. უცხოური მედიის ცნობით, ბაზაზე 7 ბომბი ჩამოვარდა.

თავდასხმის შედეგად 4 ერაყელი ჯარისკაცი დაიჭრა. მსვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

ბომბები ბაზაზე არსებულ ასაფრენ ბილიკს ჩამოაგდეს, რომელიც ბაღდადის ჩრდილოეთ 80 კილომეტრში მდებარეობს.

შეგახსენებთ, რომ ერაყში მდებარე სამხედრო ბაზები 8 იანვარსაც დაბომბეს. ირანმა ბალისტიკური რაკეტით იერიში მიიტანა ანბარის და ერბილის ტერიტორიაზე. ანბარი მდებარეობს ერაყის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მის უდიდეს ნაწილს უდაბნო შეადგენს, ერბილი მდებარეობს ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, რომელიც ქურთისტანის დედაქალაქია. დიდი რაოდენობით ბალისტიკური რაკეტა დაფიქსირდა ანბარის ტერიტორიაზე, ბაზა აინალ-ასადზე.

შეგახსენებთ, რომ გენერალი ქასემ სოლეიმანი, რომელიც ისლამის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ელიტარულ სპეცდაჯგუფებას ხელმძღვანელობდა, აშშ-ის ავიადარტყმის შედეგად ერაყში მოკლეს, რამაც ირანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობის დაძაბვა გამოიწვია.