თბილისის „დინამო“ ლეგენდების თასის ფინალში 5:2 დამარცხდა

19:50 01-12-2020
157

გერმანიის დედაქალაქ ბერლინში, ლეგენდების თასის ფინალში თბილისის „დინამო“ ბერლინის „ჰერტას“ შეხვდა და 5:2 დამარცხდა. ქართველი ვეტერანების გუნდიდან გოლები ალექსანდრე იაშვილმა და ლევან ცქიტიშვილმა გაიტანეს.

თბილისის მერმა და გუნდის კაპიტანმა, კახა კალაძემ ფინალი ტრავმის გამო გამოტოვა. ასევე, ტრავმის გამო ვერ ითამაშა ფინალური შეხვედრა „ჰერტას“ შემადგენლობაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა.

ფინალამდე, ქართველმა ფეხბურთელებმა ნახევარფინალში ბრემენის „ვერდერი“ 5:2 დაამარცხეს, ჯგუფურ ეტაპზე კი ლევერკუზენის „ბაიერს“ 3:2 მოუგეს, დორტმუნდის „ბორუსიასთან“ დამარცხდნენ, „შალკე“ კი 6:3 დაამარცხეს. საბოლოოდ, „დინამო თბილისის“ ვეტერანებმა, ტურნირზე მეორე ადგილი დაიკავეს და ვიცე-ჩემპიონის სტატუსს დასჯერდნენ.

„ძალიან მაგარი ტურნირი იყო, სადაც დინამო თბილისმა წარმატებით იასპარეზა, გავხდით პირველები A ჯგუფში, გადავედით ჯერ ნახევარფინალში და შემდეგ ფინალში. მართალია ფინალში დავმარცხდით, მაგრამ საერთო ჯამში კმაყოფილები ვართ“,- განაცხადა კახა კალაძემ ტურნირის დასრულების შემდეგ.