„დინამო თბილისი“ ლეგენდების ტურნირის ფინალში ითამაშებს

19:13 01-12-2020

თბილისის „დინამომ“ ლეგენდების ტურნირის ნახევარფინალში ბრემენის „ვერდერი“ 5:2 დაამარცხა და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. ქართველი ვეტერანების გუნდიდან 2 გოლი ალექსანდრე იაშვილმა, 3 გოლი კი გუნდის კაპიტანმა, კახა კალაძემ გაიტანა. 

ლეგენდათა ტრადიციული ტურნირის ფინალში ქართველი ვეტერანები ბერლინის „ჰერტას“ დაუპირისპირდებიან.