„დინამო თბილისი“ ლეგენდების ტურნირის ნახევარფინალშია

18:40 01-12-2020

ლეგენდების ტურნირში „დინამო თბილისის“ გუნდმა ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში „შალკე 04“ დაამარცხა და ტურნირის ნახევარფინალში გადავიდა. ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელებმა მეტოქეს 6:3 მოუგეს. ორი გოლი გუნდის კაპიტნის, კახა კალაძეს ანგარიშზეა.

„ძალიან საინტერესო თამაშია, შედეგითაც კმაყოფილები ვართ, ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავეთ და ნახევარფინალში გავედით, რაც „დინამო თბილისის“ დიდი წარმატებაა. ვეცდებით ფინალში გავიდეთ და გავახაროთ ჩვენი გულშემატკივრები“,- განაცხადა კახა კალაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ლეგენდათა ტრადიციული ტურნირის ნახევარფინალში „დინამო თბილისი“ ბრემენის „ვერდერს“ დაუპირისპირდება.