დღეს კათოლიკური ეკლესია ნათლისღებას აღნიშნავს

17:26 01-12-2020
97

დღეს, კათოლიკური ეკლესია თორმეტ საუფლო დღესასწაულთაგან ერთ-ერთს, ნათლისღებას აღნიშნავს. ახალი აღთქმის მიხედვით, ამ დღეს იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში იესო ქრისტე მონათლა. 

„რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ნათლისღებას ულოცავს ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციას, ყველა კათოლიკეს და კეთილდღეობას, წარმატებებს უსურვებს მათ“, - ნათქვამია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.