ირანის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ყველა პირი პასუხს აგებს

23:19 01-11-2020
2219

უკრაინის პრეზიდტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოგდებაში ბრალდებული ყველა პირი პასუხს აგებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვიდეომიმართვაში ამბობს, რომელიც ირანის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გაავრცელა.

„ჩვენ შევთანხმდით, რომ ყველა დამნაშავე დაისჯება“, - თქვა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.

უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახელმწიფო გარდაცვლილის ნათესავებს დახმარებას გაუწევს კომპენსაციის მიღებაში, როგორც სადაზღვეო კომპანიისგან, ასევე ირანის ხელისუფლებისგან.

ასევე, ვიდეომიმართვაში ზელენსკი დეტალურად აღწერს, თუ რა ქმედებები იქნება განხორციელებული უკრაინის ხელისუფლების მიერ ბოინგის ავარიის გამომწვევი მიზეზების დადგენის პროცესში. მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინელი და ირანელი სპეციალისტები ერთობლივად გაშიფრავენ ჩამოვარდნილი თვითმფრინავის შავ ყუთს.