უკრაინაში ირანის განცხადებამდე იცოდნენ, რომ თვითმფრინავი ჩამოაგდეს

22:57 01-11-2020
210

კიევს ირანის ოფიციალურ განცხადებამდე ჰქონდა იმის მტკიცებულება, რომ უკრაინული ლაინერი რაკეტამ ჩამოაგდო. ამის შესახებ BBC-ს უკრაინის უშიშროების და თავდაცვის ეროვნული საბჭოს მდივანმა ოლექსეი დანილოვმა განუცხადა. 

„ვფიქრობ, ირანი მიხვდა, რომ უარყოფას აზრი არ ჰქონდა. ნებისმიერ შემთხვევაში უკრაინულ მხარეს მტკიცებულებები უკვე ჰქონდა“, - თქვა მან. დანილოვმა დასძინა, რომ შემთხვევის ადგილზე გადაღებულ ფოტოებზე ჩანს, რომ რაკეტა პილოტის კაბინას მოხვდა. 

თეირანში უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავი ჩამოვარდა, რასაც 176 მგზავრი ემსხვერპლა. ოფიციალური თეირანი კატასტროფის მიზეზად ტექნიკურ გაუმართაობას ასახელებდა, თუმცა 11 იანვარს აღიარა, რომ ავიალაინერი შეცდომით ჩამოაგდო, პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ კი მომხდარი უპატიებელი ადამიანური შეცდომით ახსნა, თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა ელიტურმა სამხედრო ქვედანაყოფმა, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ აიღო. მომხდარის გამო თეირანში ანტისამთავრობო აქცია დაიწყო, რომლის მონაწილეებიც აიათოლა ხომეინის გადადგომას ითხოვენ.