ანგელა მერკელი - გერმანია დარწმუნებულია, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ უნდა ჰქონდეს

22:30 01-11-2020
24

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ყველა მხარეს მოუწოდა, პატივი სცენ ირანის ბირთვულ ხელშეკრულებას.

„ჩვენ შევთანხმდით, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ხელშეკრულება შევინარჩუნოთ. გერმანია დარწმუნებულია, რომ ირანს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი“,- განაცხადა მერკელმა.

მისივე თქმით, ამ მიზნით, ბერლინი ყველანაირ დიპლომატიურ წყაროს იყენებს, რათა მოხდეს შეთანხმების პირობების დაცვა ყველა მხარის მიერ.