გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს რაკეტის სროლა უკრაინული თვითმფრინავის მიმართულებით (ვიდეო)

20:51 01-11-2020
951

New York Times-ის ჟურნალისტმა კრისტიან ტრიბერტმა Twitter-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც სავარაუდოდ ირანული რაკეტის გაშვების მომენტია აღბეჭდილი, რომელიც „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ თვითმფრინავს მოხვდა. 

ჩანაწერი ვიდეო დაკვირვების კამერით, თეირანის მახლობლად, დასახლებულ პუნქტ პარანდში არის გადაღებული. ტრიბერტის თქმით, გამომძიებლები მიიჩნევენ, რომ რაკეტა, რომელმაც უკრაინული ლაინერი ჩამოაგდო, სწორედ იმ ადგილიდან იყო გაშვებული. 

11 იანვარს ირანმა განაცხადა, რომ ავიალაინერი შეცდომით ჩამოაგდო, პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ კი მომხდარი უპატიებელი ადამიანური შეცდომით ახსნა, თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა ელიტურმა სამხედრო ქვედანაყოფმა, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ აიღო.