კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო აქციაზე ხოაკინ ფენიქსი დააკავეს

20:35 01-11-2020
137

10 იანვარს, ვაშინგტონის პოლიციამ კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე ხოაკინ ფენიქსი (ჯოკერი) დააკავა. ამის შესახებ CNN წერს.

მსახიობ ჯეინ ფონდას მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციაში ასობით ადამიანი მონაწილეობდა, ფენიქსი კი ღონისძიებაზე კლიმატის ცვლილებაზე ხორცისა და რძის მრეწველობის გავლენაზე საუბრობდა.

აქციაზე ხოაკინ ფენიქსთან და მარტინ შინთან ერთად არასანქცირებულ საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის 147 ადამიანი დააკავეს.