ვიდეოები

1711697183

VIDEO: ლევან შენგელიას პირველი კომენტარი დაშავების შემდეგ

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ლევან შენგელია გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ საქართველო-საბერძნეთის მატჩზე დაშავების შემდეგ, პირველ კომენტარს აკეთებს და მადლობას უხდის გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის.ლევან შენგელია აცხადებს, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები გერმანიაშიც მაქსიმალურად დაიხარჯება, რათა ქართველ გულშემატკივარს კიდევ ერთხელ მიანიჭოს ბედნიერება.„მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს მოთმინებისა და იმედისთვის, რომლითაც სტადიონზე მოვიდნენ. ელოდებოდნენ ჩვენგან ამ დიდ სიხარულს, რაც შევძელით და საქართველოს ნაკრები გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას. მინდა ყველას ვთხოვო, რომ რაც შეიძლება მაქსიმალური რაოდენობა გვყავდეს გულშემატკივრების სტადიონზე. ჩვენ მაქსიმალურად დავიხარჯებით გერმანიაშიც, რომ ჩვენმა ქვეყანამ და გულშემატკივარმა კიდევ ერთხელ იზეიმოს“, – აცხადებს ლევან შენგელია. 

ლევან შენგელია

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

ბუდუ ზივძივაძე

სპორტი 1711713365

„ვინც გერმანიაში სასტუმროს ვერ იშოვით, ჩემთან სახლში გეპატიჟებით“ - ბუდუ ზივზივაძე

ისტორიული გამარჯვების შემდეგ ქართველ ქომაგებში ვნებათაღელვა არ ცხრება. ახლა მთავარი მოლოდინი გერმანიაში დაგეგმილ მატჩზეა. თავად ფეხბურთელებმა, მათ შორის გუნდის კაპიტანმა, გურამ კაშიამ  გულშემატკივრებს მოუწოდა, დაზოგონ თანხები და გერმანიაში, მატჩზე დასასწრებად გაემგზავრონ.ემოციების გაზიარების დროს გულშემატკივრებს მიმართა ასევე ბუდუ ზივზივაძემ. რომელმაც თქვა, რომ ვინც სასტუმროს ვერ დაჯავშნიდა, სახლში ეპატიჟება. 

პრემიერი

პოლიტიკა 1711713347

რაც მეტი 2%-იანი, 3%-იანი პარტია იქნება ოპოზიციაში, მით უკეთესი, ეს ჩვენ დაგვეხმარება საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებაში, დღევანდელი მონაცემებით, ჩვენი მხარდაჭერა არის დაახლოებით 60 % - პრემიერი

რაც მეტი 2%-იანი და 3%-იანი პარტია იქნება ოპოზიციაში, მით უკეთესი. საბოლოო ჯამში, ეს ჩვენ დაგვეხმარება საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებაში. დღევანდელი მონაცემები არის ასეთი, დღევანდელი მონაცემებით ჩვენ ვიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას, ჩვენი მხარდაჭერა არის დაახლოებით 60%, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.ირაკლი კობახიძის თქმით, ქართული საზოგადოება კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ წარმატების შანსს ვერ მისცემს.„რაც შეეხება ოპოზიციას, ნაცმოძრაობის მაჩვენებელი არის 15%-ს ჩამოცდენილი და ვერც ერთი სხვა პარტია ვერ ლახავს საარჩევნო ბარიერს. ეს არის დღევანდელი მოცემულობა. რაც უფრო მეტად იქნება ფრაგმენტირებული ოპოზიცია, მით უკეთესი. რა თქმა უნდა, ისეთ ადამიანებს, როგორებიც არიან ხაზარაძე, მელია, გვარამია და სხვები, თითოეული მათგანი არის მხილებული ოფიციალურად დანაშაულში. როცა ასეთი ადამიანები გამოთქვამენ პოლიტიკაში ყოფნის პრეტენზიას, რა თქმა უნდა, მათ ვერავითარი შანსი ვერ ექნებათ. ბუნებრივია, საზოგადოება არის ძალიან გამოცდილი საქართველოში, შესაბამისად, ქართული საზოგადოება, ამ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, ამ კონკრეტულ ადამიანებს, წარმატების ვერავითარ შანსს ვერ მისცემს,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი  კობახიძე

პოლიტიკა 1711713291

დისკუსია იყო ძალიან საინტერესო და ძალიან ღირებულია ის რჩევები, რომლებიც მივიღეთ სტუდენტებისგან, ამ რჩევებს აუცილებლად გავითვალისწინებთ - ირაკლი კობახიძე

ინტერესი არის ძალიან დიდი და ძალიან საინტერესო დისკუსია შედგა, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რეგიონების სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებთან  შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, არაერთი მოსაზრება გაჟღერდა სტუდენტების მხრიდან.„უკვე მე-2 შეხვედრა გვქონდა სტუდენტებთან. განვიხილეთ კურსდამთავრებულთა ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა. წინა შემთხვევაში შეხვედრა გვქონდა სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებთან. დღეს გვქონდა შეხვედრა რეგიონული უნივერსიტეტების სტუდენტებთან. ინტერესი არის ძალიან დიდი და ძალიან საინტერესო დისკუსია შედგა, არაერთი მოსაზრება გაჟღერდა სტუდენტების მხრიდან, რასაც აუცილებლად გავითვალისწინებთ იმისათვის, რომ საბოლოოდ დავხვეწოთ ის პროგრამა, რომელსაც უკვე წარვადგენთ სექტემბრის თვიდან. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ დისკუსია იყო ძალიან საინტერესო და ძალიან ღირებულია ის რჩევები, რომლებიც დღეს მივიღეთ სტუდენტებისგან. ამ რჩევებს აუცილებლად გავითვალისწინებთ“, -  განაცხადა პრემიერმა. 

როგორ შევამციროთ გაზაფხულზე მენტალური პრობლემები

ჯანდაცვა 1711712710

როგორ შევამციროთ გაზაფხულზე მენტალური პრობლემები

გაზაფხული და სეზონური ცვლილება , დიდ მოვლენასთან,პიროვნულ ზრდასთან და სოციალურ  კონტაქტებთან ასოცირდება.რიგ შემთხვევებში პიროვნებები ,ცუდად გრძნობენ თავს.გუნებ-განწყობა და ენერგია კლებულობს, მწვავდება შფოთვა  და შესაბამისად  მენტალური და ფიზიკური დაავადება.თუ ადაპტაციური პერიოდი ორ კვირაზე მეტს  გრძელდება და სიმპტომები მდგრადობით გამოირჩევა , ფსიქოთერაპევტთან ვიზიტი დაგეგმეთ.სეზონურ ცვლილებებთან ადაპტაციას ამარტივებს:  ფიზიკური აქტივობა,ფსიქოლოგიური თვალსაზრისით პოტენციური იარაღია,გუნებ- განწყობის ასაწევად,შფოთვის შესამცირებლად.ეს პროცესი ენდორფინებს ააქტიურებს. ბუნებაში ყოფნა მენტალური ჯანმრთელობის  ბენეფიტია. ხშირად ისეირნეთ ბუნებაში . მეტი დრო  დაუთმეთ.დააკვირდით გარემოს,სადაც იმყოფებით. რას გვთავაზობს ის? აქტიურად  დააკვირდით  და შეიმეცნეთ ლოკაცია.ფოკუსირდით გარემოზე, შემდეგ დრო დაუთმეთ  სხეულს, მის შეგრძნებებსა და თქვენს განცდებს. იპოვეთ რუტინა,ეცადეთ ერთი მუდმივი აქტივობა შეარჩიოთ,რაც გსიამოვნებთ მაგ.ლანჩი მეგობრებთან. დაგეგმეთ თავგადადებული  აქტივობა ,საკუთარ თავზე ზრუნვისთვის. სწორი ძილი,ადაპტაციას გაგიმარტივებთ.დაიცავით ცირკადული რიტმი,ცხოვრების წესის შეცვლით.კონკრეტულ დროს დაიძინეთ  და ერთი საათით ადრე ეკრანს, ნუ შეხედავთ. სოციალური კონტაქტი ,მეგობრებთან  ურთიერთობა და აზრების გაზიარება სტრესის შემცირებაში დაგეხმარებათ.ჩაერთეთ კლუბში,სადაც თქვენი საქმიანობის სელექციას შეძლებთ.საყვარელი საქმით ტკბობა და მეტი ინფორმაციის მოპოვება მის შესახებ, ახალი ადამიანების გაცნობის საშუალებაა. თეონა გომართელიექიმი ფსიქოთერაპევტი, კლინიკური ფსიქოლოგინ.ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრი ტელ: 2 88 09 09

ჩორგო

საზოგადოება 1711712545

“ყველას აინტერესებს - ერთად ვართ თუ არა..." - თაკო ჩორგოლაშვილის და ზურა გორგაძის პასუხი

ყველასთვის საყვარელი ტელეწამყვანები, ზურა გორგაძე და თაკო ჩორგოლაშვილი რადიო "ფორტუნას" კითხვებს პასუხობენ:ზურა: „სოციალურ ქსელში ბევრს წერენ, „ეგენი ერთად ხომ არ არიანო“? რას ეტყოდი ამ აუდიტორიას“?თაკო: „სიმართლე გითხრა, არ მიკვირს, ჩვენი გულწრფელი მეგობრობა ამ კითხვებს აჩენს. ჩვენი ქიმია იმდენად იგრძნობა, რომ ეს კითხვებიც ჩნდება. ყოველთვის მეიმედები, მეამაყები და მჯერა შენი.