სომხეთის ყოფილი პრემიერმინისტრის პასუხი მიხეილ სააკაშვილს

17:57 01-11-2020
2867

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას სომხეთის ყოდილმა პრემიერ მინისტრმა, გრანტ ბაგრატიანმა უპასუხა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ერთიანი ეროვნული პროდუქტით სომხეთმა საქართველოს ტიგრან მეორე დიდის შემდეგ პირველად გადაასწრო.

სომხეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ სომხეთი საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტით ერთ სულ მოსახლეზე ბოლოს სწორედ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს, 2005-2009 წლებში უსწრებდა. ამასთან, ბაგრატიანი არ იზიარებს მოსაზრებას, თითქოს სომხეთმა საქართველოს ამ მაჩვენებლით 2019 წელს გადაუსწრო.

ბაგრატიანი აღნიშნავს, რომ მის გუნდს მთლიანი შიდა პროდუქტის ისტორიული შეფასებებიც აქვს გაკეთებული და თამარ მეფის პერიოდამდე სომხეთი საქართველოზე უკეთესად ცხოვრობდა, შემდეგ–საქართველო, ვითარება კი XX საუკუნის 70-იან წლებში კვლავ შეიცვალა.

„მიხეილ სააკაშვილს უბრალოდ ამის შესახებ ინფორმაცია არა აქვს“, – თქვა ბაგრატიანმა.