რამდენიმე წუთი მარტო აღმოვჩნდი და სხვათაშორის ცხოვრებაში პირველად ცხედართან - მარიამ კუბლაშვილი

16:55 01-11-2020
229

ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის დედის ზარს იხსენებს და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„ან კი ოდესმე შეიძლება დამავიწყდეს, ან გამინელდეს მედიკოს სატელეფონო ზარი, მძინარემ რომ ვუპასუხე და ჩამესმა:  მარიამ მოდი, თემირლანი მოკვდა. აი, ზუსტად ასე. შემდეგ იქ გაქცევა, იქ ჩემს თვალწინ მოხდა ყველაფერი. გადმოვიტანეთ ცხედარი და გავყევი მანქანას ექსპერტიზის ბიუროსკენ.

რამდენიმე წუთი მარტო აღმოვჩნდი და სხვათაშორის ცხოვრებაში პირველად ცხედართან. ყოველთვის მეშინოდა. აი, მაშინ კი, პირიქით, ვზრუნავდი და ვიცავდი მას. მაია ნიკოლეიშვილს არასდროს დავუვიწყებ იმ გულიან და ერთგულ მხარდაჭერას. ერთად ავედით, ხელით შეეხო ჯერ კიდევ ცოცხალს საავადმყოფოში, არ დაიზარა და სხეული დაუთვალიერა, მხარზე ნაკაწრია და რა არისო დეტალურად გამოიკვლია.. მეც მოვკიდე ხელი მაშინ, მოვკიდე და დიდხანს არ გავუშვი..თვალები დავხუჭე და გულში რაღაცები ვუთხარი. შევპირდი. გავიდა კიდევ მესამე წელიც. როგორც ადრე ვთქვი, კვლავ იგივეს გავიმეორებ, მხოლოდ დრო, დრო ამოხსნის ამოცანას.. სხვა ყველაფერი ფუჭია“,- წერს კუბლაშვილი.