ვიდეოები

1711608990

VIDEO: „ჩემს დაწერილ სიმღერაზეც ერთობა ნაკრები და როგორ მიხარია რომ იცოდეთ“ – აცეკვებული ბუდუ ზივზივაძე და კადრები წვეულებიდან

საბერძნეთთან გამართული მატჩისა და ისტორიული გამარჯვების მოპოვების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ჯერ რესპუბლიკის მოედანზე იზეიმეს, შემდეგ კი წვეულებაზე.წვეულებაზე გადაღებულ ერთ-ერთ ვიდეოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს მომღერალი და კომპოზიტორი მაია კაჭკაჭიშვილი – კადრებში ჩანს, როგორ ცეკვავენ ფეხბურთელები ლელა წურწუმიას ჰიტზე – „ღამის სიჩუმე გაფანტე“, აღსანიშნავია, რომ სიმღერის ავტორი სწორედ მაია კაჭკაჭიშვილია:„ჩემს დაწერილ სიმღერაზეც ერთობა ნაკრები და როგორ მიხარია, რომ იცოდეთ“, – წერს კომპოზიტორი.

მაია კაჭკაჭიშვილი

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

ვალუტის კურსი

ფინანსები 1711632240

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 29 მარტისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6978 ლარი ეღირება, ევრო – 2.9112 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.4035 ლარი.დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.7084 ლარი ღირდა, ევრო – 2.9337 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.4215 ლარი.დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 29 მარტს ამოქმედდება.

გაუგზავნეთ ჩვენი სიყვარული ქეითს

მსოფლიო 1711630200

„გაუგზავნეთ ჩვენი სიყვარული ქეითს“ – დედოფალ კამილას ხალხი უელსის პრინცესას მხარდამჭერი პლაკატებით დახვდა

დედოფალი კონსორტი კამილა ამჯერად ფერმერთა კუთვნილ მარკეტში იმყოფებოდა, სადაც მის შესახვედრად უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი. შეკრებილებს სურდათ გაემხნევებინათ სამეფო ოჯახი და პერსონალური ბარათები გაეგზავნათ უელსის პრინცესისთვის, რომელიც ახლა კიბოს წინააღმდეგ მკურნალობის კურსს გადის. კამილას შეკრებილებმა უამრავი სუვენირი გადასცეს, მათ შორის პლაკატი წარწერით, ,,გაუგზავნეთ ჩვენი სიყვარული ქეითს“.კამილას განცხადებით, ქეითი უზომოდ ბედნიერია ხალხის ასეთი სიყვარულით და მოუთმენლად ელის საჯარო გამოსვლას. თავის მხრივ კამილამ საჩუქრად მისი და მეფე კარლის პორტრეტიც მიიღო, რომელიც სპეციალურად მათთვის გულშემატკივარმა დახატა. 

ნიკოლოზ ბასილაშვილი

სპორტი 1711629711

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ნეაპოლის ტურნირზე გამოსვლა გამარჯვებით დაიწყო

ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ნეაპოლის ჩელენჯერის ტურნირზე გამოსვლა გამარჯვებით დაიწყო.ბასილაშვილმა ტურნირის 1/16 ფინალში ტუნისელი აზიზ დუგაზი სამ სეტში, 4:6, 6:1, 7:6 (7:1) დაამარცხა და მერვედფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა.ნიკოლოზმა გასულ კვირას ესპანეთში, მურსიის ტურნირზე ითამაშა და ფინალში გასვლა მოახერხა. გადამწყვეტი შეხვედრისკენ მიმავალ გზაზე მან ექვსი მეტოქე დაამარცხა.ნეაპოლის ჩელენჯერის მერვედფინალში ქართველი ჩოგბურთელი ფრანგ კორენტინ მოუტეს შეხვდება.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში დროებითი საექსპერტო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

ჯანდაცვა 1711629556

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში დროებითი საექსპერტო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში დროებითი საექსპერტო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.სააგენტოს დირექტორმა ზურაბ უტიაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიმართულებით მიმდინარე სამუშაოები და სამომავლო გეგმები გააცნო.  ზურაბ უტიაშვილის განცხადებით, თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისსა და რუსთავში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება დასრულდა. მომდევნო ეტაპი,  შემოსული განაცხადების, კრიტერიუმების შესაბამისად, შეფასებას ითვალისწინებს.შეხვედრაზე სააგენტოს დირექტორმა  საექსპერტო ჯგუფის წარმომადგენლების წინადადებებიც მოისმინა და საცხოვრებელი ფართების განაწილების პროცესში კიდევ უფრო მეტი ჩართულობა შესთავაზა.საექსპერტო ჯგუფის შემადგენლობაში სახალხო დამცველის აპარატისა და იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან, რომლებიც იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობენ.

შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა 1711628981

ევროინტეგრაციის გზაზე ქართული ოცნების მიერ მიღწეული პროგრესის შემდეგ, როდესაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსიც მოვიპოვეთ, უვიზო მიმოსვლის მეშვიდე წლისთავი ყველა ჩვენს მიღწევას გვახსენებს - შალვა პაპუაშვილი

ზუსტად 7 წლის წინ, ჩვენმა მოქალაქეებმა მიიღეს შესაძლებლობა, თავისუფლად ემოგზაურათ ევროპაში,’’ - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ X წერს. როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, ხელისუფლების ძალისხმევის შედეგად შესაძლებელი გახდა, რომ საქართველოს უვიზო ან გამარტივებული სავიზო მიმოსვლა ქონდეს მრავალ ქვეყანასთან, მათ შორის ჩინეთთან.,,ზუსტად 7 წლის წინ, ჩვენმა მოქალაქეებმა მიიღეს შესაძლებლობა, თავისუფლად ემოგზაურათ ევროპაში.ბევრი მოელოდა ხალხის საქართველოდან მასობრივ გასვლას, მაგრამ, დღევანდელი გადმოსახედიდან, უვიზო მიმოსვლამ მხოლოდ ახალი ჰორიზონტები გაუხსნა ჩვენს მოქალაქეებს და საინტერესო გამოცდილებების მიღების საშუალება მისცა.ახლა, ევროინტეგრაციის გზაზე ქართული ოცნების მიერ მიღწეული ათწლიანი პროგრესის შემდეგ, როდესაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსიც მოვიპოვეთ, უვიზო მიმოსვლის მეშვიდე წლისთავი ყველა ჩვენს მიღწევას გვახსენებს.ჩვენ დავამყარეთ უვიზო ან გამარტივებული სავიზო მიმოსვლა მრავალ ქვეყანასთან, მათ შორის ყველაზე ბოლოს ჩინეთთან. ვაგრძელებთ მუშაობას ამ კუთხით სხვა ქვეყნებთანაც, რათა სახელმწიფოებს შორის პარტნიორობის სიკეთეები კიდევ უფრო  ხელშესახები გახდეს ჩვენი მოქალაქეებისთვის.ასევე “პასპორტის გლობალურ ინდექსში” ქართული პასპორტი 51-ე ადგილს იკავებს, ჩვენ მოქალაქეებს უვიზოდ ან გამარტივებული სავიზო პროცედურებით 122 ქვეყნის მონახულება შეუძლიათ.და, რაღა თქმა უნდა, გველოდეთ #EURO2024,’’ - წერს შალვა პაპუაშვილი.