ბიჭი მულტფილმში „მძინარე მზეთუნახავი“ პრინცად გადაიქცა და შეყვარებულს ხელი თხოვა (ვიდეო)

11:58 01-11-2020
271

ამერიკელმა რეჟისორმა ლი ლოჩლერმა თავის შეყვარებულ სტუტი დევიდს ორიგინალურად სთხოვა ხელი. მამაკაცმა გოგოსთვის ოდნავ შეცვალა მისი საყვარელი მულტფილმი „მძინარე მზეთუნახვი“. ლოჩლერმა ილუსტრატორ კაილე კუმბს მიმართა, რათა მას მთავარი გმირები, პრინცი ფილიპი და პრინცესა ავრორა შეეცვალა სტუტით და ლით.

მულტფილმზე მუშაობა ნახევარი წელი მიმდინარეობდა. 2019 წლის 30 დეკემბერს, ლოჩლერმა თავისი შეყვარებული კინოთეატრში დაპატიჟა. დარბაზში წყვილის მეგობრები და ნათესავები შეიკრიბნენ. იმისათვის, რომ ნაცნობები გოგოს არ შეემჩნია, ბიჭმა ქუჩაში გამვლელებს სთხოვა, რომ კინოში შემოსულიყვნენ.

ხელის თხოვნის ვიდეოს, უკვე 4 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.