ანიტა ფაცაციას ოპერაცია დასრულდა - უახლესი ინფორმაცია ინდოეთიდან

11:06 01-11-2020
13496

სოციალურ ქსელში ანიტა ფაცაციას მდგომარეობის შესახებ  ახალი ინფორმაცია ვრცლედება :

ამ წუთს მივიღეთ ინფორმაცია, რომ ოპერაციამ კარგად ჩაიარა. მოხდა ფილტვების გასუფთავება სისხლისგან. გაკერვა ჯერ არ დასრულებულა.

იმედი გვაქვს, შეგვეძლება მეტი დეტალი გითხრათ მალე.

უღრმესი მადლობა, რომ არ გვტოვებთ...

გთხოვთ, განაგრძეთ თქვენი სასწაულმოქმედი ლოცვა“.

ორი წლის ანიტა ფაცაციას გულზე აქვს უმძიმესი დაავადება – დილატაციური კარდიომიოპათია.