„არის მძიმე მდგომარეობა!“ - ანიტას ცოტა ხნით გული გაუჩერდა

00:55 01-11-2020
9393

რამდენიმე წუთის წინ ჯგუფმაანიტასთვისსულისშმეძვრელი ინფორმაცია გაავრცელა. „პრაიმტაიმი“ პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

„გთხოვთ, უმორჩილესად და მთელი გულით- ვისაც როგორ შეგიძლიათ ილოცეთ ანიტასთვის!!! არის მძიმე მდგომარეობა! შეიქმნა უკიდურესი ზომების მიღების საჭიროება!

სასწრაფოდ იგეგმება „ეკმოს“ აპარატის ჩადგმა, ცოტა ხნით დაფიქსირდა გულის გაჩერება, რეანიმაციაში შეძლეს გულის მუშაობის აღდგენა. ილოცეთ ანიტასათვის! (ნათლობის სახელი - ანიტა) - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ,ანიტას  „დილატაციური კარდიომიოპათია“ დაუდგინდა.მას სასწრაფოდ ოპერაცია ესაჭიროება. ანიტასთვის მთელი საქართველოა გაერთიანებული. მცირეწლოვანი 20 დეკემბერს ჩაფრინდა ინდოეთში და ამჟამად კლინიკაში გადის ინტენსიური თერაპიის კურსს.