ავსტრაიაში ხანძრების დროს ყოველი მესამე კოალა დაიღუპა - ნახეთ სულისშემძვრელი ფოტოები

23:50 01-10-2020
280

ავსტრალიაში უკვე სამი თვეა ებრძვიან ანომალურ სიცხეებისა და ხანძრებს. ადგილობრივი ხელისუფლება აღიარებს, რომ ხანძრების ჩაქრობას ვერ ახერხებს. შედეგად უკვე მილიარდზე მეტი ცხოველი დაიღუპა, ხოლო გადაიწვა მილიონობით ჰექტარი ტყე. 

ცხოველებს შორის ყველაზე ბევრი კოალაა მკვდარი. ეს საყვარელი ცხოველები დაუცველები არიან და ძალიან ნელა დადიან, რის გამოც, ხშირად ვერ ასწრებენ თავის შველას, ან არ იციან ეს როგორ გააკეთონ.

დედა კოალამ შვილი ხანძარს გადაარჩინა.

ეს დედა-შვილი ხანძარს გამოექცა და გადარჩა. სოციალურ ქსელში ამ ფოტოს „მადონას“ ადარებენ და ამბობენ, რომ ეს მალე დამთავრდება. 

ცხოველთადამცველების გამოთვლით, ავსტრალიაში ყოველი მესამე კოალა დაიღუპა. მათი თქმით, არის სერიოზული საშიშროება იმისა, რომ კოალების პოპულაცია შეიძლება რისკის ქვეშ აღმოჩნდეს.

ამ ფოტოში პატარა კოალა დედას ეხუტება. ისინი ხანძრიდან გამოიყვანეს და პატარა კოალა მთელი ოპერაციის დროს და შემდეგაც დედასთან იყო. საბედნიეროდ ორივე გადარჩა.

ამ ფოტოში საქმე უარესადაა. პატარა კოალას დედა ხანძარს შეეწირა და მან არ იცის რა მოხდა. ის შეშინებულია, როგორც ფოტოს ავტორი წერს, კოალა სათამაშოებს ეხუტება.