აფხაზეთში განმეორებითი ე.წ არჩევნები ჩატარდება

23:16 01-10-2020
128

აფხაზეთის ე.წ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, აფხაზეთში განმეორებითი ე.წ საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება.

ამ გადაწყვეტილებას დარბაზში ე.წ ოპოზიციის წარმოამდგენლები ტაშით შეხვდნენ. გადაწყვეტილების მიხედვით, ე.წ არჩევნები კონსტიტუციით გათვალისწინებულ ვადებში უნდა დაინიშნოს.

9 იანვარს სოხუმში არსებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური სიტუაციით უკმაყოფილების გამოსახატავად ოპოზიციური ძალების მხარდამჭერები პრეზიდენტის ადმინისტრაცiის შენობასთან შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეების ნაწილი შენობაში შეიჭრა, რაულ ხაჯიმბამ შენობა უკანა კარებიდან დატოვა. დემონსტრანტები პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევას და არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვდნენ.