მესამე მსოფლიო ომის ზღვარზე?! - შევადაროთ აშშ-ის და ირანის სამხედრო შეიარაღება

20:34 01-10-2020
1229

ახლო აღმოსავლეთში სიტუაცია უკიდურესობამდე დაძაბულია. მიუხედავად აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებისა, კონფლიქტის ამოწურვამდე ჯერ კიდევ შორი გზაა გასავლელი.

ამ ფონზე სამხედრო ექსპერტები აანალიზებენ, შეძლებს თუ არა ირანი, ძალით დაუპირისპირდეს შტატებს. 

Global Firepower Index-ის რეიტინგის მიხედვით, აშშ-ის შეიარაღებული ძალები ყველაზე ძლიერია. ამ რეიტინგში სულ 137 ქვეყანაა წარმოდგენილი. ირანი მე-14 პოზიციას იკავებს.

პირადი შემადგენლობა

width=600

აშშ-ის მოსახლეობა 329 მილიონს შეადგენს. აქედან სამხედრო სამსახურისთვის ვარგისი 120 მილიონი ადამიანია. მოქმედი არმია, 1,3 მილიონ ადამიანს ითვლის. რეზერვში 0,86 მილიონიო ირიცხება.

ირანში 83 მილიონი მაცხოვრებლიდან სამხედრო სამსახურისთვის 47 მილიონია ვარგისი. ირანის მოქმედ არმიაში 0,52 მილიონი კაცი ირიცხება, რეზერვში კი - 0,35 მილიონი.

 

არტილერია

width=600

ტანკები: ირანი - 1,6 ათასი ერთეული, აშშ - 6,3 ერთეული;

ბრონირებული საბრძოლო მანქანები: ირანი - 2,3 ათასი ერთეული, აშშ - 39,2 ათასი ერთეული;

თვითმავალი არტილერია: ირანი - 570, აშშ - 990;

მისაბმელიანი არტილერია: ირანი - 2,1 ათასი, აშშ - 884;

სარაკეტო დანადგარები: ირანი - 1,9 ათასი, აშშ - 1056.

 

ავიაცია

width=600

ჩქაროსნულები: ირანი - 142; აშშ - 2362;

თავდასხმითი და ბომბდამშენები: ირანი - 165; აშშ - 2831;

სატრანსპორტო თვითმფრინავები: ირანი - 89, აშშ - 1153;

საბრძოლო ვერტმფრენები: ირანი - 12, აშშ - 971;

სატრანსპორტო ვერტმფრენები: ირანი - 114, აშშ - 4789.

 

ფლოტი

width=600

ავიამზიდები: ირანი - 0, აშშ - 24;

ფრეგატები: ირანი - 6; აშშ - 22;

გამანადგურებლები: ირანი - 0, აშშ - 68;

კორტეტები: ირანი - 3; აშშ -15;

წყალქვეშა ნავები: ირანი - 34, აშშ - 68.

 

P.S. ცნობისთვის, Global Firepower Index-ის რეიტინგში საქართველო 85-ე ადგილს იკავებს.