უკრაინის პრეზიდენტი გიორგი გახარიას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

20:32 01-10-2020
231

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ, მხარდაჭერისთვის საქართველოს პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ მან „ტვიტერში“ დაწერა

„უკრაინა და საქართველო ყოველთვის მხარდამხარ იდგნენ ისტორიის რთულ მომენტებში. მადლობას ვუხდი გიორგი გახარიას მხარდაჭერისა და თანაგრძნობისთვის“, - დაწერა უკრაინის ლიდერმა.

width=570

შეგახსენებთ, რომ „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ კუთვნილმა Boeing 737-მა თეირანში ავიაკატასტროფა 8 იანვარს განიცადა. შემთხვევის შედეგად ბორტზე მყოფი 180-მდე ადამიანი დაიღუპა.

კანადის და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრებმა თვითმფრინავის ჩამოგდებაში ირანი დაადანაშაულეს. მანამდე კი ამერიკულმა მედიამ დაზვერვის არაოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით დაწერა, რომ Boeing 737-800 სარაკეტო იერიშის შედეგად ჩამოვარდა.

ირანის სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციამ უკრაინული ლაინერის კატასტროფის გამოძიების პირველი შედეგები 9 იანვარს გამოაქვეყნა. ირანელი სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ბორტზე ტექნიკური პრობლემები შეიქმნა.