გამიგიჟა ბავშვები, გვიყვარხარო, მწერენ - ყოფილ მეუღლეზე მუქარისთვის დაკავებული სასულიერო პირი

20:25 01-10-2020
3171

დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე, სადაც ყოფილი მეუღლის მიმართ შესაძლო მუქარის ფაქტზე ბრალდებული სასულიერო პირი, ლაშა ჩიქოვანი იმყოფებოდა, აღკვეთის ღონისძიების სახით პროკურატურა 3000 ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვს.

„გამიგიჟა ბავშვები, გვიყვარხარო, მწერენ ბავშვები“, - თქვა სასულიერო პირმა სასამართლო პროცესზე. როგორც სასამართლო პროცესზე სასულიერო პირის ადვოკატმა განმარტა, ნინო ჩიქოვანს ფინანსური დაინტერესება აქვს. ადვოკატის თქმითვე, ის მუდმივად ცილს სწამებს ლაშა ჩიქოვანს, თითქოს, მასზე წარსულში ძალადობდა.

სასულიერო პირს ლაშა ჩიქოვანს ყოფილი მეუღლის, ნინა ჩიქოვანის მიმართ განხორციელებულ მუქარაში ედება ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 151-ე მუხლით, რაც სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალსწინებს

მოქალაქე ნინა ჩიქოვანი ყოფილ მეუღლეს ძალადობაში ადანაშაულებს. მან ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა. ნინა ჩიქოვანი ამბობს, რომ მისი ყოფილი მეუღლე, მოქმედი სასულიერო პირი მას ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდა.