მეგან მარკლი დიდი ბრიტანეთიდან კანადაში დაბრუნდა

19:43 01-10-2020
200

პრინცი ჰარის მეუღლე მეგან მარკლი დიდი ბრიტანეთიდან კანადაში დაბრუნდა. ეს გადაწყვეტილება სკანდლური განცხადებიდან ორი დღის შემდეგ მიიღო, როდესაც წყვილმა სამეფო პრივილეგიებზე უარი თქვა.

2019 წლის ბოლო 6 კვირა, პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლიმ, სოწრედ კანადაში გაატარეს და დაბრუნების შემდეგ განცხადება გააკეთეს. მათი შვილიც ამ დროისთვის კანადაში იმყოფება.

8 იანვარს, პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა უარი განაცხადეს სამეფო ოჯახის მაღალი თანამდებობის წევრობის სტატუსზე. მათ განაცხადეს, რომ ისინი ცხოვრებას, მონაცვლეობით დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ამერიკაში გააგრძელებდნენ