ახალი ეპიდემია ჩინეთში - რამდენად საშიშია ის მსოფლიოსთვის

18:34 01-10-2020
2657

2020 წელს, შუა აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენებისა და ავსტრალიის ხანძრების პარალელურად, ჩინეთში ახალი ეპიდემია, თეთრი ვირთხის ვირუსი გაჩნდა. ახალი ვირუსის სიმპტომებია: მაღალი სიცხე და სუნთქვის უკმარისობა.

უცნობი ვირუსი ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში გაჩნდა და თავდაპირველად აღმოსავლეთ ჩინეთში, ქალაქ უჰანში გავრცელდა. აღსანიშნავია, რომ ეს ქალაქი ნაკლებად პოპულარულია ტურისტებისთვის, რადგან მას არ აქვს გასასვლელი ზღვაზე. უჰანის საავადმყოფოებში ამ ვირუსით უკვე 60 ადამიანი მოხდა, რომელთაგან 11 მძიმე მდგომარეობაშია. კარანტინის პირობებში 163 ადამიანია, რომელთაც მჭიდრო კავშირი ჰქონდათ ინფიცირებულებთან. მულტიმილიონიანი ქალაქი შეიძლება ეპიდემიის ზღვარზე აღმოჩნდეს.

ვირუსის გამოჩენიდან ერთი კვირის განმავლობაში ექიმებმა ვერ გააცნობიერეს, თუ რასთან ჰქონდათ საქმე და მხოლოდ 9 იანვარს გაარკვიეს, რომ ახალი ვირუსი ეკუთვნის ე.წ კორონავირუსთა ჯგუფს, რომელშიც 37 სახის ვირუსია გაერთიანებული. XX საუკუნეში კორონავირუსების გლობალურმა ეპიდემიამ ერთხელ უკვე საფრთხე შეუქმნა კაცობრიობას. ამ სახის ვირუსებმა უახლოესი ათწლეულების მანძილზე 1200-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა 2013 წელს შუა აღმოსავლეთში დაფიქსირდა, რის გამოც 431 ადამიანი დაიღუპა.