თქვენს პრობლემებს მიხედეთ, აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა - დაურ კოვე ქართველ პოლიტიკოსებს

16:45 01-10-2020
407

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ ქართველ პოლიტიკოსებს უსურვა, რომ საკუთარი ქვეყნის პრობლემებს მიხედონ აფხაზეთი კი დამოუკიდებელი ქვეყანაა და პრობლემებს თავად მოაგვარებს.

„ქართველი პოლიტიკოსები დიდის ამბით აფასებენ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს. ნუ ერევით დამოუკიდებელი სახელმწიფოს საქმეებში. თქვენს პრობლემებს მიხედეთ და ჩვენ ჩვენსას მივხედავთ“ - განაცხადა კოვემ

შეგახსენებთ, რომ აფხაზეთში რამდენიმე დღეა საპროტესტო აქცია იმართება. აქტივისტები ე.წ არჩევნების შედეგების გაუქმებას მოითხოვენ.