არჩილ თალაკვაძის შესახებ გავრცელებული „სქრინი“ ყალბია - ფაქტჩეკერი

14:30 01-10-2020
1102

არჩილ თალაკვაძის შესახებ გავრცელებული „სქრინი“ ყალბია - ამის შესახებ ინფორმაციას ფაქტჩეკერი ავრცელებს. დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა სქრინი, სადაც არჩილ თალაკვაძემ Facebook-ზე საკუთარი ლექსი გამოაქვეყნა.

„10 იანვარს სოციალურ ქსელ Facebook-ში გავრცელდა ფოტო (ე.წ. „screenshot“), სადაც მოცემულია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის ოფიციალური Facebook გვერდის მიერ გამოქვეყნებული ლექსი. სავარაუდოდ, თავდაპირველად ფოტო ატვირთა Facebook მომხმარებელმა საკუთარ პირად გვერდზე, სადაც იგი თავად მიუთითებს, რომ ორიგინალი პოსტი არჩილ თალაკვაძის გვერდზე აღარ იძებნება.

ფოტოზე დრო შემდეგნაირად არის მითითებული - 23:45am. Am (Ante Meridiem - ლათინურად შუადღემდე) და PM (Post Meridiem - ლათინურად შუადღის შემდეგ) არის დროის აღწერის 12-საათიანი ფორმატი. AM აღნიშნავს ღამის 12 საათიდან და დილის 12 საათამდე პერიოდს, ხოლო PM - პირიქით, დღის 12 საათიდან ღამის 12 საათამდე. 23:45am ფორმატი არ არსებობს და Facebook-ზე მსგავსი ჩანაწერი ვერ იქნებოდა. ფოტო, რომ რეალური იყოს მასზე მითითებული დრო იქნებოდა შემდგენაირად: ან 24 საათიანი ფორმატით 23:45, ან 12-საათიანი ფორმატით - 11:45 pm“ - წერია ჩეკერის განცხადებაში.