რაზე იხდიდნენ სასჯელს პრეზიდენტისგან შეწყალებულები

14:29 01-10-2020
549

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ 6 იანვარს შეწყალებული 5 ადამიანიდან 2 ქალია.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2020 წლის 6 იანვარს შეწყალებულთაგან 3 მსჯავრდებული გათავისუფლდა პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისგან.

შეწყალებული ქალებიდან ერთი - თავისუფლების აღკვეთის, ხოლო მეორე - პირობითი მსჯავრის მოხდისგან გათავისუფლდა.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, ისინი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შემდეგი დანაშაულებისთვის იყვნენ მსჯავრდებულები:

2 პირი მსჯავრდებული იყო 177 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულით, რაც ქურდობას გულისხმობს.

პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთაგან 1 პირი მსჯავრდებულია 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით იყო, რაც თაღლითობას გულისხმობს.

დანაშაული ჯარიმით ან თავისუფლების ექვსიდან ცხრა წლამდე აღკვეთით ისჯება.

რაც შეეხება პირობით მსჯავრდებულებს, შეწყალებულთაგან ერთი პირი 19-177 მუხლის მესამე ნაწილით იყო გასამართლებული, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს.

ჩადენილი დანაშაული თავისუფლების ოთხიდან შვიდ წლამდე აღკვეთით ისჯება.

შეწყალებულთაგან კიდევ ერთი პირი მსჯავრდებულია 344-ე მუხლის პირველი ნაწილით იყო, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს და თავისუფლების სამიდან ხუთი წლის ვადით აღკვეთას გულისხმობს.

შეგახსენებთ, 2020 წლის 6 იანვარს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საშობაო შეწყალების პირველი აქტი გამოსცა.

საშობაოდ პრეზიდენტმა 5 მსჯავრდებული შეიწყალა. შეწყალებულთა სიაში კვლავ არ მოხვდა დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელიც სასჯელს ე.წ ციანიდის საქმეზე იხდის.

წყარო: www.radiotavisupleba