ავიაგამანადგურებლებმა სირიაში პროირანული ძალები დაბომბეს

11:22 01-10-2020
27

დაუდგენელმა ავიაგამანადგურებლებმა დღეს დილას სირიის ქალაქ ალ ბუქამალთან პროირანული ძალების სამყოფელი დაბომბეს.

არაბული მხარე აცხადებს, რომ ავიაგამანადგურებლები, სავარაუდოდ, ისრაელის შეიარაღებულ ძალებს ეკუთვნის. მათი თქმით, ბაზაზე შეიარაღება და რაკეტები განადგურდა.

აღსანიშნავია, რომ დაბომბვის შესახებ პასუხისმგებლობა ისრაელს არ აუღია. ამ საკითხზე ქვეყნის მაღალჩინოსნები არ საუბრობენ.