სოხუმის ცენტრში სროლის ხმა ისმოდა

11:12 01-10-2020
303

სოხუმის ცენტრში გამთენიისას სროლის ხმა ისმოდა - ამ ფაქტს ადასტურებს დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრიც. თუმცა, რაულ სმირი ირწმუნება, რომ გასროლა პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში, სადაც ოპოზიციის მომხრეები ამ დრომდე რჩებიან, არ მომხდარა.

პარალელურად, რაულ ხაჯიმბას გადადგომის მოთხოვნით მოქალაქეებმა შეკრება უკვე დაიწყეს სოხუმის დრამატულ თეატრში.

დე ფაქტო პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დღის ბოლოს ე.წ დეპუტატებმა დადგენილება მიიღეს, სადაც რაულ ხაჯიმბას გადადგომისკენ მოუწოდეს.