მურად წურწუმიას საქმეზე დაკავებულ ვახტანგ ბურძენიძეს პატიმრობა შეეფარდა

23:51 01-09-2020
59

მურად წურწუმიას საქმეზე დაკავებულ ვახტანგ ბურძენიძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების თაობაზე დააკმაყოფილა.

გამოძიება მას ჯგუფურად ჯანმრთელობის დაზიანებას ედავება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

პროკურატურის გადაწყვეტილებით, გარდაცვლილი მურად წურწუმიას საქმეზე დაკავებულ ზურაბ ფოფხაძეს ბრალი დაუმძიმდა. 

ამავე საქმეზე, 2020 წლის 8 იანვარს, ბრალდებულის სახით, ქ. თბილისის ტერიტორიაზე  დაკავებულ  ვახტანგ  ბურძენაძეს კი ბრალი წაუყენეს. 

შეგახსენებთ, 2 იანვარს ვარკეთილში, ე.წ. დამპალოს სასაფლაოზე  ცემის შედეგად მურად წურწუმია გარდაიცვალა, ხოლო მისმა ძმამ სხეულის დაზიანება მიიღო.