აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის სპიკერი ჰოსპიტალში გადაიყვანეს

23:50 01-09-2020
112

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის სპიკერი ვალერი კვარჭია სხდომაზე, სადაც დე ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას გადადგომის საკითხი განიხილებოდა, შეუძლოდ გახდა.

რუსული მედიის ცნობით, ის რესპუბლიკურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. სხდომაზე გადაწყდა, რომ რაულ ხაჯიმბას მოსალაპარაკებლად ხუთი ადამიანი გაუგზავნონ. 

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, ხაჯიმბა აცხადებს, რომ გადადგომას არ აპირებს. მან მოსახლეობას მოუწოდა, პროვოკაციას არ აჰყვეს.

2020 წლის 9 იანვარს სოხუმში, ოპოზიციის მომხრეებმა დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში შეჭრა სცადეს. ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას მოითხოვეს.