დიკაპრიომ კარიბის ზღვაში მეზღვაური გადაარჩინა

23:42 01-09-2020
271

ლეონარდო დიკაპრიომ კარიბის ზღვაში მეზღვაური გადაარჩინა, - ამის შესახებ The Sun-ი წერს. 

გამოცემის ცნობით, მსახიობი მეგობრებთან და შეყვარებულთან ერთად კარიბის ზღვაში  იახტაზე ისვენებდა, რა დროსა რაციით სხვა გემის კაპიტნისგან შეტყობინება.

მან მსახიობს უთხრა, რომ მისი ეკიპაჟის 24 წლის წევრი, რომელიც ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, ზღვაში გადავარდა.

თვითმხილველის თქმით, დიკაპრიომ მეზღვაური დროულად გადაარჩინა, რადგან მალევე ძლიერი შტორმი დაიწყო.