აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი გადადგომას არ აპირებს

22:59 01-09-2020
42

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბა თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. ამის შესახებ რუსული მედია დე ფაქტო პარლამენტის წევრ ლეონიდ ჭამაღუაზე დაყრდნობით წერს. 

პარალელურად კი, დანარჩენმა დეპუტატებმა პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადამდელი ჩამორთმევის შესახებ პროექტი მოამზადეს. 

დღეს სოხუმში, ოპოზიციის მომხრეებმა დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში შეჭრა სცადეს. ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას მოითხოვეს.