ვიდეოები

1713782289

VIDEO: რა ვითარებაა გერმანიაში, სადაც ძლიერი თოვის გამო პრობლემები შეიქმნა

გერმანიის რეგიონების ნაწილში ძლიერმა თოვამ გზებზე ქაოსი გამოიწვია. ამის შესახებ euronews-ი წერს.გამოცემის ინფორმაციით, ბავარიასა და ჰესეში თოვლის საფარის სისქემ 10 სანტიმეტრს მიაღწია. იქიდან გამომდინარე, რომ მძღოლები უკვე ზაფხულის საბურავებზე არიან გადასულები, გზებზე არაერთი ინციდენტი დაფიქსირდა. ჰესენში ჩამოვარდნილი ხეების გამო რამდენიმე მსხვილი გზა დაიბლოკა. 

დიდთოვლობა გერმანიაში

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

ქვეშეთი-კობის დამაკავშირებელი 9-კილომეტრიანი გვირაბი გაიჭრა

საზოგადოება 1713868833

ქვეშეთი-კობის დამაკავშირებელი 9-კილომეტრიანი გვირაბი გაიჭრა

ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, სოფელ ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9-კილომეტრიანი გვირაბის გაჭრა დასრულდა.გვირაბის ბურღვის სამუშაოები ქვეშეთი-კობის პროექტისთვის სპეციალურად დამზადებული TBM-ით (Tunnel Boring Machine) ანუ გვირაბის საბურღი დანადგარით წარმოებდა, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს გარემოზე ზემოქმედებას და უზრუნველყოფს გარემოს მდგრადობის შენარჩუნებას.ამასთან, გრძელდება 9 კმ-იანი გვირაბის პარალელური საევაკუაციო გვირაბის მშენებლობა, რომელიც ამ ეტაპზე, 7 730 მ-ზეა გაჭრილი. ახალი, 9 კმ სიგრძისა და 15 მ დიამეტრის გვირაბი საქართველოში ყველაზე გრძელი, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით, თავისი მახასიათებლებით, ერთ-ერთი უნიკალური იქნება. მოცემულ ეტაპზე, 9 კმ-იან გვირაბში დაიწყება საბოლოო მოსახვის, ელექტრო და საინჟინრო სისტემების მონტაჟისა და გზის საფარის მოწყობის სამუშაოები.ქვეშეთი-კობის პროექტის ფარგლებში, ჯამში, შენდება განათების სისტემით უზრუნველყოფილი 23 კმ-იანი ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, რომელიც მოიცავს ხუთი ხიდისა და ხუთი გვირაბის მშენებლობას და ერთი ხიდის რეაბილიტაციას. ამასთან, პროექტი ითვალისწინებს გუდაურამდე მისასვლელი ხუთ კილომეტრიანი ახალი გზის და ტურისტული ცენტრის მშენებლობას.საგზაო უსაფრთხოების ყველა საჭირო სტანდარტით უზრუნველყოფილი ახალი გზა შეამცირებს გადაადგილების დროსაც. თუ ამჟამად ქვეშეთიდან კობამდე მგზავრობას ერთი საათი სჭირდება, ზვავსაშიშროების გამო კი, ხშირად მოძრაობა იკრძალება კიდეც, პროექტის დასრულების შემდეგ, მონაკვეთის გავლას მხოლოდ 15 წუთი დასჭირდება.ახალი გზა არა მხოლოდ ამცირებს მგზავრობის დროს და გვთავაზობს საიმედო გადაადგილების მარშრუტს, არამედ აუმჯობესებს კავშირებს ქვეყნის რეგიონებს და მთის სოფლებს შორის. პროექტი იქონიებს დიდ სოციალურ ეფექტს იმ ათი სოფლისთვის, რომელთა მოსახლეობა რამდენიმე თვის განმავლობაში საგზაო კავშირის გარეშე რჩებოდა და არ ჰქონდა წვდომა სამედიცინო, საგანმანათლებლო თუ საყოფაცხოვრებო მომსახურებებზე. ახალი გზა გადაჭრის ზამთრის პერიოდში სატრანზიტო მოძრაობის ხშირი შეზღუდვების პრობლემასაც.ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის პროექტი აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით და გვირაბის მშენებლობის ნაწილში – ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტის საერთო ღირებულება 1.2 მილიარდი ლარია.ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი გზის მშენებლობა, ეტაპობრივად, 2024-2025 წლებში დასრულდება

ბრაზილია

მსოფლიო 1713867889

ქალმა გარდაცვლილი ბიძა ბანკში მიიყვანა, რომ მის სახელზე სესხი აეღო

ბრაზილიელმა ქალმა გარდაცვლილი ბიძა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის ეტლით მიიყვანა ბანკის ფილიალში, რათა ცოცხალ ნათესავად გაესაღებინა და მის სახელზე და სესხი აეღო. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა O GLOBO წერს.ქალი, სახელად ერიკა დე სოუზა ვიეირა ნუნესი, რიო-დე-ჟანეიროს ერთ-ერთ ბანკში მივიდა და ითხოვა სესხი ბიძის, 68 წლის პაულო რობერტო ბრაგას სახელზე.მან 17 ათასი ბრაზილიური რეალი მოითხოვა. საუბრისას ბანკის თანამშრომლებმა პოტენციური კლიენტების ქცევაში უცნაური მომენტები შეამჩნიეს - ბიძა სრულიად ფერმკრთალი იყო და კარგად არ გამოიყურებოდა, ხელები და თავი გამუდმებით უვარდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ დისშვილი გულმოდგინედ წარმოაჩენდა, რომ მამაკაცთან ურთიერთობდა.კადრებით თუ ვიმსჯელებთ, ქალს ახლობელს თავი უჭირავს და ეკითხება, უსმენს თუ არა, ასევე „უხსნის“ სად უნდა მოაწეროს ხელი, რათა ყველა დამსწრე ზედმეტი პრობლემებისგან იხსნას. ბოლოს, ბიძამისის მოუხელთებლობით გაღიზიანებული, თვითონ აიღებს კალამს და მის ნაცვლად ცდილობს ხელშეკრულების გაფორმებას, მაგრამ ყველაფერი არც ისე მარტივი აღმოჩნდა.შედეგად, ფინანსური ინსტიტუტის თანამშრომლებმა გამოიძახეს სასწრაფო დახმარება და ექიმებმა დაადასტურეს მამაკაცის გარდაცვალება, რომელიც ბანკში მისვლამდე მოხდა. ნუნეზი მაშინვე დააკავეს. ადგილობრივი სამართალდამცველები ბრაჰეს გარდაცვალების ზუსტ დროს ადგენენ.  Mulher leva o corpo do tio para fazer empréstimo em Bangu 😱 pic.twitter.com/L7AX4YaTnf — realengotv (@realengotv) April 16, 2024

მამუკა მდინარაძე

პოლიტიკა 1713867399

ისტერიული აგონიაა - რატომ არიან ასეთ ისტერიაში? ეშინიათ და იმიტომ - მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე

მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: ისტერიული აგონიაა - რატომ არიან ასეთ ისტერიაში? ეშინიათ და იმიტომისტერიული აგონიაა, რატომ არიან ასეთ ისტერიაში? ეშინიათ და იმიტომ - ასე აფასებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე რადიკალური ოპოზიციის და მისი მხარდამჭერების მხრიდან ხელისუფლების წინააღმდეგ წარმოებულ ფეიკ კამპანიას.მამუკა მდინარაძეს კითხვა დაუსვეს „ნეტგაზეთის“ მიერ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რის გამოც „ნეტგაზეთმა“ ბოდიში მოიხადა.მისი თქმით, არა მხოლოდ ეს არის ტყუილი, ათიდან რვა ფეიკია, დანარჩენი ორიც მანიპულაციურია.„არა მხოლოდ ეს არის ტყუილი, ბევრი ტყუილია მათში, ათიდან შეგვიძლია ვთქვათ, რვა უბრალოდ ფეიკია, ის ორიც მანიპულაციურია. სხვათა შორის, ფეიკებს ავრცელებენ მათ შორის ჩემი განცხადების სახით, მათ შორის, ვინ მიიღებს მონაწილეობას 29 ივნისის შეკრებაში, სრული ფეიკები ვრცელდება. მოსახლეობას მინდა ვუთხრა, რომ არც მონაწილეებთან დაკავშირებით, არც ჩვენი განცხადებები, რომლებსაც ისინი ავრცელებენ და აზიარებენ, არცერთი მართალი არ არის. წარმოიდგინეთ, როგორ ისტერიაში არიან, გუშინ ვნახე, ჩემ განცხადებებს „ნაცმოძრაობას“ მიკედლებული ძალიან ცნობილი ადამიანები აზიარებდნენ ჩემს განცხადებას, რომელიც არსად მითქვამს. რატომ არიან ასეთ ისტერიაში? ეშინიათ და იმიტომ, ავრცელებენ „ქართული ოცნების“ ბანერებს, სადაც მონაწილეების სიაა გამოტანილი, ვითომ აშავებენ ამ ადამიანებს და ამ დროს არის ფეიკი, რატომ? იმიტომ რომ ეშინიათ, ისტერიული აგონიაა“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძე

პოლიტიკა 1713866984

თუ ვინმეს უნდა, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების დათმობის ხარჯზე გვევაჭროს ევროპის გზაზე, ეს არავის გამოუვა, ეს ევროპის რეალური ინტერესი ვერ იქნება - მამუკა მდინარაძე

საქართველოს გზა ევროპისკენ. ასეთივე ნარატივი იყო სააკაშვილის გათავისუფლებას რომ გვთხოვდნენ, ევროინტეგრაცია შეფერხდებაო. ასეთივე ნარატივი იყო, რომ 12 რეკომენდაციას არ ასრულებთო და მერე აღმოჩნდა, რომ თურმე ვასრულებდით და კანდიდატის სტატუსიც მივიღეთ, ასეთივე ნარატივია დღესაც, ასეთი კამათის და ბრძოლის ფონზე გვიწევს სვლა ევროპის გზაზე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განუცხადა.მდინარაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების დათმობის ხარჯზე ვაჭრობა ვერ იქნება ევროპის რეალური ინტერესი. მანვე აღნიშნა, რომ შეიძლება გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაგვიანდეს, მაგრამ ეს იქნება ღირსებით მიღწეული.„თუ ვინმეს უნდა, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების დათმობის ხარჯზე გვევაჭროს ევროპის გზაზე რაღაც ინსტრუმენტებით, ეს არავის გამოუვა, მათ შორის, ეს ევროპის რეალური ინტერესი ვერ იქნება. საბოლოო ჯამში ხომ დაგვიჯერა შარშან ხალხმა, ხომ წამოგვყვა, ხომ არ გამოვიდნენ, ხომ არ აჰყვნენ ცრუ ენჯეოების და ცრუ პარტიების ნარატივს და ხომ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, აი ასე გავაგრძელებთ სვლას. ერთი წლით შეიძლება დაგვიგვიანდეს რაღაცები დავუშვათ, მაგრამ რომელი გერჩივნათ თქვენ, კანდიდატის სტატუსი უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად მიგვეღო და ცალ ფეხზე დავმდგარიყავით და ხელი რომ ეკრა ვიღაცას გადავბრუნებულიყავით და გადავჩეხილიყავით სადმე თუ ახლა ის გირჩევნიათ, რომ ერთი წლის დაგვიანებით მივიღეთ და ამაყად და მყარად ვდგავართ?“- განაცხადა მდინარაძემ.

ჯარიმა

სოციალური თემა 1713866656

ამ დარღვევის შემთხვევაში მძღოლი 500 და 5000 ლარით დაჯარიმდება - დეტალები

გზისპირა ზონებში გადამზიდველების საგზაო ინსპექტირება განხორციელდება. შესაბამისი ცვლილებები „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შედის.კანონპროექტის მიხედვით, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უფლებამოსილი პირების მიერ ინსპექტირებას M2, M3, N1, N2, N3, O3, O4 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებები დაექვემდებარება.ავტოსატრანსპორტო საშუალებები გზისპირა ზონებში შემდეგ მონაცემებზე შემოწმდება: სახიფათო ტვირთების გადაზიდვის წესების დაცვა; მძღოლის შრომისა და დასვენების რეჟიმის დაცვა და ტაქოგრაფის ელექტრონული ბარათის გამოყენების შემოწმება; სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობა; სატრანსპორტო საშუალების მასა და გაბარიტები; ტვირთის ძარაზე დამაგრების წესების დაცვა; საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვისთან დაკავშირებით შესაბამისი სანებართვო დოკუმენტის გამოყენების წესების დაცვა; ტაქოგრაფის და სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის მონტაჟისა და კალიბრაციის წესების დაცვა.გზისპირა ზონებში სატრანსპორტო საშუალებების შემოწმება სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ შს სამინისტროსთან კოორდინაციის გზით განხორციელდება.ამასთან, ცვლილებებით, სახიფათო ტვირთების გადაზიდვის წესების, მძღოლთა შრომისა და დასვენების რეჟიმების და ტაქოგრაფის ელექტრონული ბარათის გამოყენების, სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობის და ტვირთის ძარაზე დამაგრების წესების, საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვასთან დაკავშირებით შესაბამისი სანებართვო დოკუმენტის გამოყენების წესების, ტაქოგრაფის და სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის მონტაჟისა და კალიბრაციის წესების დარღვევა პირველ, მეორე და მესამე ხარისხის დარღვევად დაიყოფა – აღნიშნული დარღვევის სახეები კი, მთავრობის ნორმატიული აქტით განისაზღვრება.გათვალისწინებულია ჯარიმებიც. კერძოდ, მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ დარღვევაზე განისაზღვრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, დარღვევის ხარისხის შესაბამისად – 500 ლარიდან 5 000 ლარის ოდენობით.