ამერიკული მედია -  უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავი შეცდომით ირანმა ჩამოაგდო

21:37 01-09-2020
393

CBS-ის ინფორმაციით, თეირანში ჩამოვარდნილ უკრაინულ თვითმფრინავს, ირანის ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემის მიერ ნასროლი, რუსული რაკეტა შეცდომით მოხვდა,- ამის შესახებ BBC-ი წერს.

CBS -ის  აშშ-ის დაზვერვაზე დაყრდნობით წერს, რომ სატელიტმა ორი რაკეტის გაშვების ინფრაწითელი შუქი დააფიქსირა, რის შემდეგაც რადარზე კიდევ ერთი აფეთქების გამოსახულება გამოჩნდა.

შეგახსენებთ, თეირანში „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ კუთვნილი Boeing 737 8 იანვარს ჩამოვარდა. ბორტზე 168 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იყო. ყველა დაიღუპა.