მადამ ტიუსოს მუზეუმიდან პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ქანდაკებები აიღეს

21:22 01-09-2020
163

ბრიტანეთის ტიუსოს მუზეუმიდან პრინცი ჰარის და მეგან მარკლის ცვილის ფიგურები გაიტანეს. ამის შესახებ ინფორმაციას  thesun-ი ავრცელებს.

width=600

ლონდონში მდებარე მუზეუმში სამეფო ოჯახის წევრებისთვის სპეციალური ადგილი იყო გამოყოფილი. სასექსის ჰერცოგის და ჰერცოგინიას ქანდაკებები დედოფალი ელიზაბეტის და პრინცი ფილიპის, ასევე პრინცი უილიამის და მისი მეუღლე ქეით მიდლტონის გვერდით იყო განთავსებული.

ცნობისთვის, პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა 8 იანვარს განაცხადეს, რომ „სამეფო ოჯახის მაღალი თანამდებობის წევრების სტატუსს ტოვებენ“.