სოხუმში განვითარებულ მოვლენებს სალომე ზურაბიშვილი ეხმიანება

20:13 01-09-2020
551

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ის ყურადღებით აკვირდება სოხუმი მოვლენების განვითარებას.

„ყურადღებით ვაკვირდები სოხუმში მოვლენების განვითარებას და ოკუპირებულ აფხაზეთში ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას, ბედსა და ადამიანის უფლებებს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან  აქცია დილიდან მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების ნაწილი ე.წ. ადმინისტრაციაში შეიჭრა. სოციალურ ქსელში შეჭრის კადრებიც გავრცელდა.

აქციის მონაწილეები უკანონოდ ცნობენ არჩევნების შედეგებს, რომელშიც, ოკუპირებული აფხაზეთის „ცენტრალური საარჩევნო კომისიის“ მონაცემებით, რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა.

 

ნახეთ სრულად: სოხუმში განვითარებული მოვლენების დეტალები (ვიდეო)