ავსტრალიაში ვერტმფრენებიდან აქლემების დახოცვის ოპერაცია დაიწყო

20:08 01-09-2020
2474

ავსტრალიის მთავრობამ აქლემების დახოცვის ხუთდღიანი ოპერაცია დაიწყო. ამის მიზეზი კონტინენტზე უპრეცედენტო გვალვა გახდა. 

ქვეყანაში მძვინვარე ტყის ხანძრების გათვალისწინებით კი სიტუაცია კიდევ უფრო სახიფათო ხდება. ოპერაციის პირველ დღეს 1 500 ცხოველი დახოცეს, ჯამში კი მთავრობა 10 000-მდე აქლემის მოკვლას გეგმავს. 

ცნობისთვის, ტყის ხანძრებს ავსტრალიაში უკვე მილიარდზე მეტი ცხოველი ემსხვერპლა.