ხაჯიმბა - საჭიროების შემთხვევაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება

19:15 01-09-2020
236

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა მოქალაქეებს მიმართავს, სოხუმში განვითარებული მოვლენების პარარელურად, შეინარჩუნონ სიმშვიდე და პროვოკაციებზე არ წამოეგონ.

რაულ ხაჯიმბას თქმით, ამ რთულ ვითარებაში ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ საფრთხის ქვეშ არ დადგეს აფხაზეთის „სახელმწიფოებრიობა.

მისივე განმარტებით, მთავრობის ყველა ორგანო ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. რაც შეეხებათ ძალოვან სტრუქტურებს, ისინი მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმში განაგრძობენ საქმიანობას.

„აუცილებლობის შემთხვევაში საგანგებო მდგომარეობას გამოვაცხადებთ“, - აღნიშნა დე ფაქტო პრეზიდენტმა, ე.წ. უშიშროების სხდომის დასრულების შემდეგ გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში.

მანვე განვითარებულ მოვლენებს „სახელმწიფო“ გადატრიალების პროცესი უწოდა.

 

ავტორი: თეა შონია