სუსის კომისიამ ბაკურიანში საბაგიროზე საბჭოური მონეტების გამოყენება აკრძალა

18:45 01-09-2020
219

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თავმჯდომარეობით მოქმედმა „თავისუფლების ქარტიის" კომისიამ ბაკურიანში საბაგიროს ხელმძღვანელობას კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკის გამოყენების აღმოფხვრისაკენ მოუწოდა.

„ფაქტთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თავმჯდომარეობით მოქმედმა, „თავისუფლების ქარტიის“ კანონით განსაზღვრულმა კომისიამ მიმართა ინდივიდუალურ მეწარმეს, არ დაუშვას და აღმოფხვრას კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკის გამოყენება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონდამრღვევების მიმართ გამოყენებული იქნება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები", - აღნიშნულია სუსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Facebook-ზე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბაკურიანში ერთ-ერთ საბაგიროზე დამსვენებლებს ბილეთის ნაცვლად საბჭოურ მონეტებს ურიგებენ. საქმის მოკვლევა „თავისუფალი ქარტიის“ კომისიამ იმავე დღეს დაიწყო.