ვინ არის საქართველოში დაბადებული კანონიერი ქურდი, რომელიც უკრაინაში დააკავეს

18:11 01-09-2020
10202

უკრაინაში საქართველოში დაბადებული, რუსეთის მოქალაქე, 57 წლის კანონიერი ქურდი, კამო მოსკოვსკი (კამო ეგიაზაროვი) დააკავეს, რომელიც უკრაინაში უკანონოდ შევიდა.

არაერთხელ ნასამართლევ კამო მოსკოვსკის 30 წელზე მეტი აქვს ციხეში გატარებული. ის ბოლოს გასული წლის ოქტომბერში გაათავისუფლეს რუსეთის ციხიდან.

უკრაინის პოლიციამ განაცხადა, რომ კამო მოსკოვსკი არალეგალურად გაიქცა მეზობელ ქვეყანაში, რათა თავიდან აიცილოს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა თავისი „ტიტულისთვის“, რომელიც 1983 წელს მიიღო თბილისში.

ეგიაზაროვი 5 დეკემბერს დააკავეს და უცხოელებისთვის განკუთვნილ დროებითი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული, ვიდრე მისი დეპორტაციის საკითხი არ გადაწყდება.