გუდაურში ერთი კვირა წყალი ვერ გაუშვეს და ღრმაწყლოვან პორტს ააშენებს „ოცნება“? - ანა ნაცვლიშვილი

18:03 01-09-2020
140

„გუდაურში ერთი კვირა წყალი ვერ გაუშვეს და ღრმაწყლოვან პორტს ააშენებს ოცნება?“, - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში მოძრაობა „ლელოს“ სპიკერი ანა ნაცვლიშვილი ანაკლიის კონსორციუმისთვის ხელშეკრულების შეწყვეტას.

„დღეს საქართველოს მთავრობამ ანაკლიის კონსორციუმს შეუწყვიტა ხელშეკრულება. დიდხანს იწვალეს, იჯახირეს და ბოლოს დანით გადაჭრეს ეს შანსი - საქართველოს რადიკალური შემოტრიალების და განახლების!

ბოლომდე მაინც ვერ ბედავენ განზრახვის გამჟღავნებას და დასხდნენ მესიჯზე: პროექტი საჭიროა, კონსორციუმი არ ვარგა და მათ გარეშე ჩვენ ავაშენებთო ანაკლიას... გუდაურში ერთი კვირა წყალი ვერ გაუშვეს და ღრმაწყლოვან პორტს ააშენებს ოცნება?! მორიგი ტყუილი.

ცოტა ხნის შემდეგ, გამოვა რომელიმე მინისტრი და გვეტყვის, ანაკლიის აშენება ქართული ოცნების მიერ იყო არა დაპირება, არამედ მოსაზრებაო. (პროპორციულზე რაც თქვეს)

კი გინდათ, გააკოტროთ ბოლომდე და დახუროთ ეს ქვეყანა, მაგრამ #არდაგანებებთ! “,- წერს ანა ნაცვლიშვილი.