გმირი, რომელმაც 53 მგზავრი გადაარჩინა - ამაღელვებელი ისტორია

14:22 01-09-2020
543

ლაბრო ხუმა, რომელსაც მეორენაირად გმირ კაპიტანს უწოდებენ, ტურისტული გემის, “Calypso” მფლობელია. გასულ კვირას გემი ჩვეული მარშრუტის, სკიათოსი-სკოპელოსის რეისს ასრულებდა, როდესაც ძლიერი ქარის გამო წყალმარჩხ ადგილას აღმოჩნდა და გაიჭედა. ამის შესახებ სტატიას georgians.gr-ი ავრცელებს.

კაპიტანმა მოახერხა ბორტზე როგორც სიშვიდის შენარჩუნება, ისევე გემის კონტროლი ისე, რომ შიგნით არ შესულა მცირე რაოდენობის წყალიც კი. მან შეძლო და დიდი სირთულეებისა და დროის გაჭიანურების მიუხედავად, 53-ივე მგზავრი სკიათოსამდე უვნებლად მიიყვანა. შემდეგ კი ისინი სასტუმროში ავტობუსით გადაიყვანეს.

როგორც ირკვევა, გემს არ აღენიშნება არანაირი დაზიანება.

კაპიტანმა ხუმამ 2019 წლის ზაფხულში ოთხწევრიანი ოჯახიც გადაარჩინა, რომელიც სამი საათის მანძილზე დიდი ზომის ნავით ღია ზღვაში იყო დაკარგული, შტორმის პირობებში. 

დაახლოებით ღამის სამ საათზე კაპიტანმა მათთან მიახლოვება შეძლო და ოთხივეს დაეხმარა. ეს, როგორც ამბობს, მისთვის ურთულესი მისია იყო.