„დოლიძეებს ვერ ვაჯობე, რა!“ - მარიკო მეორე შვილსაც მამას ამსგავსებს

14:09 01-09-2020
2378

მომღერალი მარიკო ებრალიძე 2020 წელს თბილისში დაბადებული პირველი ბიჭის დედაა. დანიელ დოლიძე 1 იანვარს 6-ის 5 წუთზე გაჩნდა. ის მომღერლის მეორე ვაჟია. როგორც მარიკო „პრაიმტაიმთან“ ამბობს, 4 წლის დემეტრე პატარა ძმაზე ეჭვიანობს. 

„მარტო თქვენ უნდა მოეფეროთ, მეც მინდა მოფერებაო, გვეუბნება და თითებზე ეფერება. ჩვენ მაინც ფრთხილად ვართ, სადმე უცებ რამე არ მოატეხოს (იცინის)...  

დანიელი ძალიან საყვარელი ბიჭია, სულ ჭამა უნდა. ორ საათში ერთხელ ფხიზლად ვარ. ცოტათი მგავს, მაგრამ ხელში რომ მიჭირავს, ასე მგონია, დემეტრე მიჭირავს. დემეტრე მამას გავს ძალიან. დოლიძეებს ვერ ვაჯობე, რა (იცინის).

ჩემთვის პირველი იანვარი ამიერიდან მხოლოდ ახალ წელთან აღარ ასოცირდება. ვარ ბედნიერი და მადლიერი უფლის და ყველა იმ ადამიანის, ვინც ჩემი სიხარული გაიზიარა“ – „პრაიმტაიმთან“ ამბობს მარიკო. 

 

ავტორი: თამარ გონგაძე